თბილისში სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა
14:52 / 31.01.2019
თბილისში საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ,
გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა.ამის
შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ განუცხადეს.
მათივე განმარტებით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ქეთევან წამებულის
გამზირზე მოხდა და ამ დროისთვის ზუსტდება, ადგილი ჰქონდა გაზის
გაჟონვას თუ ადამიანების გარდაცვალება C0-თი ინტოქსიკაციამ
გამოიწვია.
„ინტერპრესნიუსი“ მომხდარის დეტალებს ამ წუთებში აზუსტებს.