14 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს
შსს ინფორმაციით, წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ო.მ. გორის მუნიციპალიტეტში.

დანაშაული 10-დან 13-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2017 წელს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 14 წლის შვილის მიმართ სხვადასხვა დროს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განახორციელა, რომელსაც დაკავებული ო.მ.-ც აღიარებს“.

შსს განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება დაკავებულის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენა.

ამ დროისთვის, სოციალური სააგენტოს თანამშრომლებს არასრულწლოვანი გოგონა სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში ჰყავთ გადაყვანილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები