გახშირებული გამოძახებები ბუნებრივი აირის გაჟონვაზე


ლეილა მამედოვამ საკუთარ კორპუსში ბუნებრივი აირის სუნი რამდენიმე თვის წინ იგრძო.

სოკარის ტექნიკური ჯგუფი შესამოწმებლად ადგილზე მივიდა და პრობლემის არსებობა არ დაადასტურა. 3 თებერვალს კი ლეილა გაზის სუნმა საცხოვრებელ ბინაშიც შეაწუხა. ცხელ ხაზზე დარეკვის შემდეგ, გაზის კომპანიის წარმომადგენლები მალევე მივდნენ და გაზის გაჟონვის კერა იპოვეს.

„ორი დღის წინ შემეშინდა, ისეთი სუნი იდგა სადარბაზოშიც და ოთახშიც მეშინოდა, რომ გაზის ქურა ამენთო. ცხელ ხაზზს დავურეკეთ და მაშინვე მოვიდნენ. შემოვიდნენ და მაშინვე მილებისკენ გაიქცნენ შეაკეთეს.“ - ამბობს ლეილა მამედოვა

ლეილა მამედოვა, რომელმაც დაიჩივლა, რომ სოკარის ჯგუფი მათთან ოპერატიულად მხოლოდ გადასახადის დაგვიანების შემთხვევაში მიდის. ლეილას მაგალითის შემდეგ მეზობლები გაზის მოწყობილობების მიმართ უფრო ყურადღებიანები და ფრთხილები გახდნენ.

მარნეულის ბაზარში გაზის გამათბობლები ბევრ ადგილზე იყიდება. ვაჭრობის აქტიური პერიოდი ზამთრის დადგომამდეა. ბუნებრივი აირის დეტექტორის შეძენა, რომელიც გაზის გაჟონვას ადგენს, მარნეულში შეუძლებელია. გამყიდველების უმეტესობამ მისი არსებობის შესახებაც კი არაფერი იცის.

"წლის განმავლობასში 10 -20 ცალ გამათბობელს ვყიდით. ბაზარს გააჩნია. 

"ჩვენთან გამათბობელი იყიდება, მაგრამ დეტექტორი არც ვიცი, არ იყიდება აქ."

მას შემდეგ, რაც იანვარში თბილისში გაზის აფეთებამ ოთხი, ხოლო მხუთავი აირის გაჟონვამ ათზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სოკარ გაზ ჯორჯიას ტექნიკურმა ჯგუფმა, აქტიურად დაიწყო საცხოვრებელ სახლებში გაზის მოწყობილებების შემოწმება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, მარნეულის მასშტაბით მონიტორინგი გრძელდება, ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში კი დროული რეაგირება ხდება.

რამდენად ხშირია მარნეულში გაზის გამათბობელის კუსტარულად დამონტაჟების ფაქტები და სხვა რა დარღვევები გამოვლინდა, „სოკარ ჯორჯია გაზი“ არ გვეუბნება და ინფორმაციის გამოთხოვას წერილობით ითხოვს.

მარნეულში, დეკემბრსა და იანვარში, გაზის მოწყობილობის გაუმართაობამ ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქება გამოიწვია. გამოვლინდა ბუნებრივი აირის გაჟონვის ორი შემთხვევა, რომელთაგან ერთს 15 წლის გოგონას სიცოცხლე შეეწირა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები