2018 წელს 105 ექიმს საქმიანობის უფლება შეუჩერდა, ორ ექიმს კი საერთოდ გაუუქმდა
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 2018 წლის მუშაობის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, 2018 წლის განმავლობაში ჩატარდა პროფესიული განვითარების საბჭოს 8 სხდომა. საბჭომ განიხილა პაციენტთათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული 162 საკითხი (სულ - 348 ექიმი). შედეგად, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 342 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა.

მათ შორის, 235 ექიმს „წერილობითი გაფრთხილება“ მიეცა; 105 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა (1 თვით - 54 ექიმს, 2 თვით - 36 ექიმს, 3 თვით - 11 ექიმს, 4 თვით - 3 ექიმს, 5 თვით - 1 ექიმს); 2 ექიმს - გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი; ხოლო 6 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.


Print ელ. ფოსტა
თეგები: ექიმი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები