პრემიერი - განათლების სისტემასა და მეცნიერებაში პრობლემები ჯერაც ძალიან ბევრია და შეუძლებელია ამ გამოწვევების დაძლევა რადიკალური ცვლილებების გარეშე
გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ განათლების სისტემასა და მეცნიერებაში პრობლემები ჯერ კიდევ ძალიან ბევრია და შეუძლებელია ამ გამოწვევების დაძლევა რადიკალური ცვლილებების გარეშე , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე მძიმე გამოწვევაა ის, რომ განათლება და მეცნიერება დაშორდა ეკონომიკურ განვითარებას.

„დღეს საზოგადოების წინაშე გამოგვაქვს განათლების რეფორმა, რომელიც სრულიად მორგებულია ჩვენს რეალობასა და იმ გამოწვევებზე, რომელიც განათლების სისტემაში გვაქვს. რეფორმა ხუთივე საფეხურს მოიცავს:

სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. არაერთი მიმართულებით უკვე გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები და საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან პროცესებს. თუმცა, გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ განათლების სისტემასა და მეცნიერებაში პრობლემები ჯერაც ძალიან ბევრია და შეუძლებელია ამ გამოწვევების დაძლევა რადიკალური ცვლილებების გარეშე. წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განათლების სექტორში შეიქმნა დეფიციტი, რომელიც სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას. ყველაზე მძიმე გამოწვევაა, რომ ეკონომიკური განვითარება, განათლება და მეცნიერება ერთმანეთს დაშორდა. ეს იყო ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი ეკონომიკური პოტენციალისთვის. ჩვენი ქვეყნის განვითარების სტრატეგიაში სწორედ ეს ორი მიმართულება იქნება განსაზმღვრელი“, - განაცხადა ბახტაძემ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები