10 თებერვალს სოფელ ბუღაშენში, მიხეილ ავაქიანის ძეგლთან სამშვიდობო აქცია გაიმართება
10 თებერვალს ახალქალაქში, სოფელ ბუღაშენში მდებარე მიხეილ ავაქიანის ძეგლთან სამშვიდობო აქცია გაიმართება. აქციაში მონაწილეობის მისაღებად ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საჯარო მოხელეებიც არიან მიწვეულნი.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი კარენ აპოზიანი "მეცხრე არხისთვის" მიცემულ კომენტარში განმარტავს, რომ ამ სახით ისინი ბუღაშენის გმირის პატივისცემას ითხოვენ. ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების მიერ პარლამენტის წინ გამართულ აქციას კი პროვოკაციად მიიჩნევს. მისი აზრით, აზერბაიჯანული მხარე ყალბი ინფორმაციის გავრცელებით ქართულ-სომხური ურთიერთობების გამწვავებას ცდილობს.

რამდენიმე ხნის წინ ავაქიანის შვილებმა და შვილიშვილმა ახალქალაქის სოფელ ბუღაშენში საზეიმოდ გახსნეს ყარაბაღის ომის მონაწილის, მიხაილ ავაქიანის რესტავრირებული ძეგლი და მისი სახელობის საბავშვო მოედანი.

ჯავახეთში ავაქიანის ძეგლის გახსნა მალევე მოექცა აზერბაიჯანული მედიის ყურადღების ცენტრში. 8 თებერვალს კი ეთნიკურად აზერბაიჯანელმა საქართველოს მოქალაქეებმა თბილისში პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს და მიხეილ ავაქიანის ძეგლის გახსნა გააპროტესტეს.



წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები