სასამართლომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა
დღეს, 12 თებერვლას, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, სადაც დავით კირკიტაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს, მისი წინასწარ პატიმრობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი და ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე კახეთში 17 დეკემბერს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დავით კირკიტაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე 14 იანვარს გამართლდა, თუმცა მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის სხვა საქმეზეც მიმდინარეობს, კერძოდ: გამოძიება ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრს 2018 წლის 16 დეკემბერს, ველისციხეში პოლიციელზე თავდასხმას ედავება. სწორედ ამ საქმეზე შეუფარდეს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა.

წყარო: ნეთგაზეთი
Print