კალაძე: თბილისისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების ყიდვა იგეგმება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით,
თბილისისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა
იგეგმება.
კალაძის თქმით, მსგავსი რეკომენდაცია, მერიის
დაკვეთით, “სისტრას” მიერ მომზადებული კვლევაშია გაცემული.
“მიუნხენში, MAN-ის საგამოფენო ცენტრში, დავათვალიერეთ უახლესი
მოდელის 18-მეტრიანი ავტობუსები, რომელთა შემოყვანაც დედაქალაქშია
დაგეგმილი. MAN-ის საგამოფენო ცენტრში კომპანიის ხელმძღვანელ პირებს
შევხვდით – ვისაუბრეთ თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ასევე, თბილისში
მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმაზე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია
ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება”, – ამბობს კალაძე.
ავტოპარკის გასაახლებლად 90 ერთეული 10-მეტრიანი ავტობუსიდან ნაწილი
უკვე დამზადებულია და ისინი დედაქალაქში ეტაპობრივად გამოჩნდება.
ამასთან, 220 ერთეული ავტობუსის შესასყიდად ტენდერია
გამოცხადებული.