სლოვენიელი დეპუტატი პოსტიდან გადადგა სენდვიჩის მოპარვის გამო
სლოვენიის პარლამენტის წევრი მმართველი გუნდიდან თანამდებობიდან გადადგა მაღაზიიდან სენდვიჩის მოპარვის გამო. დარია კრაიჩიჩი ამბობს, რომ პროდუქტის ყიდვას აპირებდა, თუმცა მაღაზიის მომსახურე პერსონალმა მას ყურადღება არ მიაქცია და გადაწყვიტა მარკეტის უსაფრთხოება “გაეტესტა”.

დეპუტატი ამბობს, რომ მოგვიანებით დაბრუნდა მაღაზიაში და სენდვიჩის საფასური გადაიხადა.

დეპუტატმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა თავისი “სოციალური ექსპერიმენტის” გამო. ეს ამბავი თავად დეპუტატმა გახადა საჯარო, როდესაც ანეკდოტის სახით მოყვა კომიტეტის სხდომაზე. ირკვევა, რომ მაღაზიის თანამშრომლებმა დეპუტატის საქციელი ვერ შენიშნეს.

თავდაპირველად დეპუტატებმა მის ანეკდოტზე გაიცინეს, თუმცა მოგვიანებით ფრაქციის ხელმძღვანელმა მომხდარს მიუღებელი უწოდა, თავად დეპუტატი კი გადადგა.




წყარო: ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
თეგები: მსოფლიო
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები