მარნეულში გაზგასამართ სადგურს ცეცხლი გაუჩნდა
დღეს, 18 თებერვალს, მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე გაზგასამართ სადგურს ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ცეცხლი სატვირთო ავტომანქანას გაუჩნდა. სატვირთო მანქანის მძღოლი, სოფელ ქეშალოში მცხოვრები ჰუმბათ ალიევია. რომელიც როგორც ჩვენთან საუბარში ამბობს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მანქანა დააქოქა. მისთვის აფეთქების მიზეზი გაურკვევლია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები