სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობა აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სადახლო-საავტომობილო“, 10 549.19 ლარის ღირებულების, 158.72 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობა აღმოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ოქროს ნაკეთობა ეჭვის საფუძველზე, ყაზახეთის მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს.

289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 10 549.19 ლარის ოდენობით დაეკისრა.

წყარო: tv4.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები