სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობა აღმოაჩინეს
11:47 / 21.02.2019
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სადახლო-საავტომობილო“,
10 549.19 ლარის ღირებულების,
158.72 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობა
აღმოაჩინეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა,
ოქროს ნაკეთობა ეჭვის საფუძველზე, ყაზახეთის მოქალაქის კუთვნილი
ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს.
289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს
სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 10 549.19 ლარის ოდენობით
დაეკისრა.
წყარო:
tv4.ge