ძველ თბილისში სახლი ჩამოინგრა, არავინ დაშავებულა — საგანგებო
ძველ თბილისში, ხარფუხის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. შემთხვევა 3 ნოემბრის საღამოს
მოხდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა და უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან.

“ნეტგაზეთი” შსს-სგან ელის პასუხს, დაიწყო თუ არა მომხდარზე გამოძიება.

გარეკანის ფოტო: სქრინი “ტვ პირველის” ეთერიდან


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები