ქართველი ხალხი თქვენთან ერთად ხარობს - ზურაბიშვილი ხერსონის დაბრუნებაზე
მივესალმები უკრაინის მიერ ხერსონის დაბრუნებას , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი,
სალომე ზურაბიშვილი twitter-ზე წერს.

„მივესალმები უკრაინის მიერ ხერსონის დაბრუნებას. ეს არის უკრაინის ერთიანობისა და გამძლეობის შედეგი. მთავარი ნაბიჯი მისი სუვერენიტეტისა და მთლიანობის აღდგენისკენ. ქართველი ხალხი თქვენთან ერთად ხარობს”,
– წერს ზურაბიშვილი.

წყარო: პუბლიკა

Print