ამინდის პროგნოზი ქვემო ქართლის რეგიონში
რა ამინდები გველოდება მომდევნო სამი დღის განმავლობაში მარნეულში და ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებში?

მარნეულში სამშაბათ საღამოს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის საშუალო ტემპერატურა დღისით 18 გრადუსიდან 9 გრადუსამდე დაეშვება. მთელი კვირა პერიოდულად იწვიმებს, დღის და ღამის განმავლობაში.

ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 5 დეკემბერს ჰაერის ტემპერატურა დღისით 18 გრადუია ნავარაუდევი. 6 დეკმებრიდან ხუთი დღის მანძილზე ტემპერატურის ვარდა და წვიმაა მოსალოდნელი.

დმანისის მუნიციპალიტეტში 5 დეკემბერს უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. შემდეგ დღეებში ასევე ტემპერატურის ვარდნა, წვიმა და თოვლი. ღამის საათებში მინუს 1 გრადუსი დაფიქსირდება.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად 5 დეკემბერს მზიანი ამინდია.ოთხშაბათიდან კი ამინდის გაუარესების ტენდენცია შეინიშნება. წვიმა, თოვლი.

წალკაში 6 და შვიდ დეკემბერს თოვლია მოსალოდნელი. დანარჩენ დღეებში ცვალებადი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -1 გრადუსი.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში 5 დეკემბრის შემდეგ წვიმებია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 13 გრადუსი, ღამის საათებში კი 4.





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები