თბილისი-სტამბოლი-თბილისის მიმართულებით რეგულარული, ყოველდღიური
ავიარეისების შესრულებას 31 მარტიდან იწყებს თურქული ავიაკომპანია
AJet.
AJet არის უმსხვილესი თურქული ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზების“
შვილობილი კომპანია, რომელიც 2008 წელს დაფუძნდა და ამ დრომდე
AnadoluJet-ის სახელით ოპერირებდა. 2023 წელს AnadoluJet-ის სრული
რებრენდინგი ჩატარდა. როგორც „თურქეთის ავიახაზებმა“ განაცხადა, მათი
სურვილია, AJet აქციონ აბსოლუტურად დამოუკიდებელ, იაფ ავიაკომპანიად,
რომელიც უახლოეს წლებში რეგიონის ლიდერ, იაფ ავიაკომპანიად
ჩ
ამოყალიბდება.
AJet ამ დროისათვის ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის 25-ზე მეტ
ქვეყანაში, 50-ზე მეტი მიმართულებით ასრულებს რეისებს და ამ
რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას აანონსებს.
AJet-ის მთავარი ჰაბი საბიჰა გოქჩენის (სტამბოლი) აეროპორტშია
განთავსებული, რომლის გავლითაც შესრულდება რეისები თბილისიდან
სტამბოლის, ასევე სხვა მიმართულებით.
ავიაკომპანია რეისებს ასრულებს, მათ შორის, თურქეთის არაერთი პატარა
ქალაქის, ჩრდილოეთ კვიპროსისა და ეგვიპტის მიმართულებითაც.