ფეხბურთის გამო ავტობუსები 2 საათამდე იმუშავებს, თუმცა არა ვაზისუბნისა და ვარკეთილისკენ
დედაქალაქში გასამართი საფეხბურთო მატჩის გულშემატკივრებისთვის თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის საათები იზრდება.
მეტროც და ავტობუსის 20-ზე მეტი ხაზი 27 მარტს, 02:00 საათზე დაასრულებს მუშაობას.

გადაწყვეტილება თბილისის მერიამ მიიღო. სამუშაო საათები გაეზრდებათ ფონიჭალისკენ, გლდანისკენ, მუხიანისკენ, თემქისკენ, დიღმის მასივისკენ, დიდი დიღმისკენ, აეროპორტისკენ, კრწანისისკენ, მთაწმინდისკენ, ავლაბრისკენ, საბურთალოსკენ და ვაკისკენ მიმავალ ავტობუსებს.

მეტროსთან ერთად ღამის 02:00 საათამდე იმუშავებენ:

  • N301 - პოლიტკოვსკაია - ბარბარეს უბანი;
  • N306
    - ბელიაშვილი (დიღომი) - კოლმეურნეობის მოედანი;
  • N308 - გლდანი - კოლმეურნეობის მოედანი;
  • N310 - მაღლივი კორპუსი - კოლმეურნეობის მოედანი;
  • N311 - დიდი დიღომი - მაღლივი კორპუსი;
  • N314 - დიდი დიღომი - კოლმეურნეობის მოედანი;
  • N315 - დიდი დიღომი - სადგურის მოედანი;
  • N320 - დიღმის მასივი - კოლმეურნეობის მოედანი;
  • N326 - პოლიტკოვსკაია - კოლმეურნეობის მოედანი;
  • N327 - ვაშლიჯვარი - სადგურის მოედანი;
  • N331 - კრწანისი - სადგურის მოედანი;
  • N337 - სადგურის მოედანი - აეროპორტი;
  • N342 - იყალთოს გორა (საბურთალო) - კოლმეურნეობის მოედანი;
  • N345 - ქვემო ფონიჭალა - ვაკე;
  • N352 - დოლიძე (საბურთალო) - კოლმეურნეობის მოედანი;
  • N358 - ენდელაძე (ვაკე) - კოლმეურნეობის მოედანი;
  • N359 - ზაარბრიუკენის მოედანი - კოლმეურნეობის მოედანი;
  • N364 - მთაწმინდის პარკი - რუსთაველის მეტროსადგური;
  • N378 - ჯაფარიძის ქუჩა (ვერა) - სადგურის მოედანი;
  • N381 - ზაჰესი - სადგურის მოედანი;
  • N384 - პატარა დიღომი - სადგურის მოედანი;
  • N386 - მუხიანი - სადგურის მოედანი;
  • N388 - ნუცუბიძე (საბურთალო) - კოლმეურნეობის მოედანი;
  • N391 - გოთუას ქუჩა (საბურთალო) - ავლაბარი;
  • N397 - ვაკე-ვერა-თავისუფლების მოედანი-საბურთალო (წრიული).
ჩამონათვალში არ მოხვდა არცერთი ის ხაზი, რომელიც ვარკეთილის ან ვაზისუბნის დასახლებაში მიიყვანს მგზავრებს.

„მუშაობის დრო გაუხანგრძლივდა იმ ავტობუსებს, რომლებიც გადაადგილდებიან რუსთაველის გამზირსა და „დინამო არენაზე“, სადაც დღეს ფეხბურთის გულშემატკივრები იკრიბებიან“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას თბილისის მერიაში.

დღეს, 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალურ მატჩს გამართავს. თბილისის მერიის ორგანიზებით გულშემატკივრებს მატჩის ყურება რესპუბლიკის მოედანზეც შეეძლებათ.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები