გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, გაიწვიოს რუსული კანონპროექტი. ამის შესახებ კომიტეტი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ხელახლა ინიციირებული რუსული კანონი საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას.

„ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას, რომლებიც თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ, იარლიყს აკრავს, როგორც „გარე ძალის ინტერესებში მოქმედი ორგანიზაციები”. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას,” – წერია განცხადებაში.


წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები