თებერვალში მშენებლობის ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.6%-ით გაიზარდა – საქსტატი
2024 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.6 პროცენტით გაიზარდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
უწყების ცნობით, ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.7 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.84 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

"წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 9.9 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 46.8 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 2.5 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 8.4 და 1.44 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან
შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 15.1 პროცენტით",
- წერია საქსტატის ანგარიშში.


წყარო: ტაბულა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები