მერიამ საბირქენდის გზების ტენდერის თანხა 88 695 ლარით გაზარდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ საბირქენდში შიდა გზების დაგების სატენდერო თანხა 88 695 ლარით გაზარდა.

პირველი ტენდერი ადგილობრივმა თვითმმართველობამ თებერვლის თვეში 415 682 ლარად გამოაცხადა, თმცა მასში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო. ახალი ტენდერი შეცვლილი თანხით დღეს, 5 აპრილს გამოაცხადა. მერია საბირქენდის 5 მონაკვეთზე გზის დაგებას 504 377 ლარად გეგმავს.

საბირქენდის გზებისათვის პროექტი 2021 წელს შპს „პროექტს კომპანისგან“ მომზადდა.

“დავალების თანახმად შ.პ.ს. ,,პროჯეკტ კომპანი”-ს სპეციალისტების მიერ ადგილზე განხორციელდა საპროექტო ობიექტის საველე-საკვლევაძიებო და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის სამუშაოები, მოხდა ტერიტორიის ტოპო გადაღება. პროექტირების პროცესში გათვალისწინებული იქნა დამკვეთის მოთხოვნები და სათანადო რეკომენდაციები. სულ გვაქვს ხუთი საპროექტო გზა. გზებს ორივე მხრიდან ესაზღვრება საკარმიდამო ნაკვეთები. ობიექტზე გვხვდება გადამკვეთი ბეტონისა, აზბესტისა და ლითონის მილები. პროექტით გათვალისწინებულია გადამკვეთი მილების დემონტაჟი” - წერია პროექტის აღწერაში.

პროექტით გათვალისწინებულია არსებული გატალახიანებული გრუნტის საფარის მოხსნა და გატანა. სამუშაოების უსაფრთხოების წესების დაცვით უნდა განხორციელდეს.

“აუცილებელია უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედი წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების დაცვა, მათი სწავლება ყველა მომუშავეთათვის. სამუშაოს დაწყების წინ ინსტრუქტაჟის ჩატარება, უსაფრთხოების წესების სწავლება, საგზაო მანქანებს უნდა ჰქონდეთ გამართული ხმოვანი შუქსიგნალიზაცია და საგზაო მანქანების სადგომი უნდა იყოს შემოფარგლული ავარიული გაჩერების წითელი სიგნალებით და ბარიერებით დღისით, წითელი ფერის სასიგნალო შუქფანრით ღამით. მშენებელი ორგანიზაცია პასუხისმგებელია და ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს უსაფრთხოების, შრომის, საწარმოო სანიტარიის წესების სრული დაცვა
” - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ახალ ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 24-29 აპრილის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება მერიას სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში შეასრულოს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები