ვინ დაუჭირა მხარი რუსულ კანონს II მოსმენით - სია
რუსული კანონი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სხდომას არ ესწრებოდნენ მამუკა მდინარაძე და ნიკა სამხარაძე. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მდინარაძემ სხდომა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოტოვა, ნიკა სამხარაძე კი აშშ-ში იმყოფება.

მხარდამჭერთა სიას შეემატნენ ფრიდონ ინჯია და გივი ჭიჭინაძე, რომლებსაც პირველ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
  1. ბარვენაშვილი გიორგი
  2. ბენაშვილი გია
  3. ბერაია ირაკლი (დაჩი)
  4. ბერაძე რიმა
  5. ბითაძე მაია
  6. ბოლქვაძე ანზორ
  7. ბოლქვაძე ელისო
  8. ბოჭორიშვილი მაკა
  9. გოცირიძე ელგუჯა
  10. დავითულაინი ბექა
  11. ალექსანდრე დალაქიშვილი
  12. ზაურ დარგალი
  13. ისკო დასენი
  14. ზაალ დუგლაძე
  15. ავთანდილ ენუქიძე – „ევროპელი სოციალისტები“
  16. გოჩა ენუქიძე
  17. გია ვოლსკი
  18. ირმა ზავრადაშვილი
  19. ირაკლი ზარქუა
  20. არჩილ თალაკვაძე
  21. ედიშერ თოლორაია
  22. ფრიდონ ინჯია
  23. რატი იონათამიშვილი
  24. დავით კაჭარავა
  25. ლადო კახაძე
  26. გიორგი კახიანი
  27. კახი კახიშვილი
  28. პაატა კვიჟინაძე
  29. ბაია კვიციანი
  30. ირაკლი კირცხალია
  31. სუმბატ კიურეღიანი
  32. ლევან კობიაშვილი
  33. რესან კონცელიძე
  34. მარიამ ლაშხი
  35. ზაზა ლომინაძე
  36. დავით მათიკაშვილი
  37. სამველ მანუკიანი
  38. ლევან მაჭავარიანი
  39. გურამ მაჭარაშვილი
  40. ლევან მგალობლიშვილი
  41. ირაკლი მეზურნიშვილი
  42. გოგი მეშველიანი
  43. ირაკლი მეძმარიაშვილი
  44. სავალან მირზოევი
  45. გივი მიქანაძე
  46. ზაალ მიქელაძე
  47. იმედა ნიკურაძე
  48. ანტონ ობოლაშვილი
  49. ბექა ოდიშარია
  50. ანრი ოხანაშვილი
  51. შალვა პაპუაშვილი
  52. გელა სამხარაული
  53. დიმიტრი სამხარაძე
  54. ვიქტორ სანიკიძე
  55. ეკა სეფაშვილი
  56. დავით სონღულაშვილი
  57. გიორგი სოსიაშვილი
  58. სოზარ სუბარი
  59. ალექსანდრე ტაბატაძე
  60. ნოდარ ტურძელაძე
  61. ირაკლი ქადაგიშვილი
  62. ლევან ქარუმიძე
  63. მერაბ ქვარაია
  64. სალომე ქურასბედიანი
  65. ალუდა ღუდუშაური
  66. მიხეილ ყაველაშვილი
  67. თენგიზ შარმანაშვილი
  68. ირაკლი შატაკიშვილი
  69. გიორგი ჩაკვეტაძე
  70. გოდერძი ჩანქსელიანი
  71. ქეთევან ჩარკვიანი
  72. ვასილ ჩიგოგიძე
  73. გიორგი ცაგარეიშვილი
  74. ბეჟან წაქაძე
  75. ნინო წილოსანი
  76. ხატია წილოსანი
  77. გრეტა წიწავა
  78. შოთა ხაბარელი
  79. გიორგი ხახუბია
  80. დიმიტრი ხუნდაძე
  81. ვიქტორ ჯაფარიძე
  82. სალომე ჯინჯოლავა
  83. გივი ჭიჭინაძე
კანონის მიღებამდე მესამე მოსმენაა დარჩენილი. მესამე მოსმენის დროს კანონპროექტში მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებების შეტანა განიხილება. მესამე მოსმენით კენჭისყრის შემდეგ ჩაითვლება, რომ პარლამენტმა კანონი მიიღო.

რუსული კანონის მესამე მოსმენა, სავარაუდოდ, 12 მაისის სასესიო კვირაში გაიმართება.

პრეზიდენტმა უკვე დააანონსა, რომ კანონს ხელს არ მოაწერს და ვეტოს დაადებს. მესამე კენჭისყრის შემდეგ გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს 14 დღე აქვს.

ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, შესაძლებელია, კანონს ხელი შალვა პაპუაშვილმა მოაწეროს და გამოაქვეყნოს. ამის შემდეგ კანონი საბოლოოდ მიღებულად ჩაითვლება.

წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები