უვადო პატიმრობა მიესაჯა ლილოს ბაზრობაზე შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს
საქართველოს პროკურატურის ცნობით, სასამართლომ ლილო მოლის ტერიტორიაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

"სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მსჯავრდებულმა საზღვარგარეთ მყოფი პირისგან, რომელიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით "ლილო მოლის" მოვაჭრეებს თანხას სძალავდა, მიიღო დაზარალებულის მოკვლის შეკვეთა, რადგან ეს უკანასკნელი თანხის გადახდაზე უარს აცხადებდა. მსჯავრდებულმა მკვლელობისთვის ცეცხლსასროლი იარაღი და თანხა დამკვეთის მეგობრის საშუალებით მიიღო". - ნათქვამია პროკურატურის
განცხადებაში.

დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ნ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა შეკვეთით) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ლილო მოლის ტერიტორიაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს აქვს წარდგენილი, ერთ პირს შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის, ხოლო მეორეს შეკვეთით განზრახ მკვლელობაში დახმარების მუხლებით.

3 აგვისტოს თბილისში, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე მკვლელმა დაზარალებულს თავის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული 17 აგვისტოს გარდაიცვალა.

წყარო: ტაბულა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები