გორში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი 31 წლის ქალი ემსხვერპლა, დაშავებულია ბავშვი
გორში მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 31 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია მცირეწლოვანი ბავშვი.
სოფელ ტინისხიდის სასაფლაოზე ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭის შენარჩუნება ვერ შეძლო - მანქანა დაგორდა და ქვემოთ მდგარ დედა-შვილს დაეჯახა.

მძიმე დაზიანებით ჰოსპიტალიზებული 31 წლის ქალი კლინიკაში მიყვანისას გარდაიცვალა, ხოლო დაშავებულ მცირეწლოვანს ბავშვს გადაუდებელი დახმარება გაეწია - ის ამჟამად გადაყვანილია თბილისში.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა
სამინისტრომ დაუდასტურა, გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მიმდინარეობს.
წყარო: ტაბულა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები