წამლების ჩამონათვალი, რომელზეც ფასის ზედა ზღვარი ამოქმედდა
რეფენტული ფასი (ზედა ზღვარი) 7000-ზე მეტ მედიკამენტზე უკვე ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო განახლების მიხედვთ, ჩამონათვალში მოხვდა ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა: ენაპი, მიგოფენი, კაპტოპრილი, დიფლუკანი, აზიმაკი, ათეროქსი, ოლტარი, ატენოლი, და სხვა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს, ეტაპობრივად ფართოვდება და ფარმაცევტულ ბაზარზე, აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება.

სამინისტრო განმარტავს, რომ რეფორმა ფარმაცევტული პროდუქტის
ფასებს საშუალოდ, 40%-ით ამცირებს.

ცნობისთვის, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი იმ წამლებზეც ვრცელდება, რონლებზეც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფარმაცევტულ ქსელებს ჭარბი ფასნამატი ჰქონდათ განსაზღვრული და იმპორტის ფასთან შედარებით 1000%, 2000% და 3000%-ით ძვირად ყიდდნენ.

წყარო: BPN

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები