ლატვიის კულტურის აკადემიის სტუდენტების წერილი გაფიცულ სტუდენტებს
ლატვიის კულტურის აკადემიის სტუდენტებმა „რუსული კანონის” წინააღმდეგ გაფიცულ სტუდენტებს მხარდასაჭერი წერილი მისწერეს:

ძვირფასო მეგობრებო,

„ლატვიის კულტურის აკადემიის სტუდენტები სახელით გვინდა თქვენ მიმართ გამოვხატოთ გულწრფელი მხარდაჭერა ძალიან მძიმე და გარდამტეხ დროს; მაშინ, როცა შეუპოვრად იცავთ თქვენსა და თქვენი თანამოქალაქეების ღირებულებებს (მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს მმართველი პარტიის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავდეს), რაც ძალიან მნიშვნელოვანია მრავალი ახალგაზრდისთვის როგორც საქართველოში, ისე
მის ფარგლებს გარეთ, ჩვენ


აღფრთოვანებულები ვართ ყველა თქვენგანით, ვისაც დაბრკოლებების მიუხედავად, არ შეგიძლიათ გაჩუმება და გააზრებულად მიგყავთ საზოგადოება ევროკავშირისკენ. სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ განათლება ისეთ გარემოში, სადაც სასწავლო პროცესი არ იქნება შეფერხებული ადამიანთა უფლებებისთვის ბრძოლის გამო.

ლატვიის კულტურის აკადემიისა სტუდენტები და სტუდენტური პარლამენტი გისურვებთ უდრეკ შემართებას და ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მალე მიაღწევთ დასახულ მიზანს! დაე თქვენი გზა იყოს გამბედაობითა და შეუპოვრობით სავსე, მხარდაჭერის ყველა გამოვლინება აახლოებს სტუდენტებს დაცულ და თავისუფალ მომავალთან!

მუდამ თქვენ გვერდით,

ლატვიის კულტურის აკადემიის სტუდენტური პარლამენტი.”

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები