ეკონომიკა
10 აპრილიდან C.T.Park თბილისის სატრასპორტო კომპანიამ შეცვალა
10 აპრილიდან, დედაქალაქის პარკირების სისტემის მენეჯმენტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, შეიქმნა თბილისის პარკირების სისტემის ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეები შეძლებენ როგორც ჯარიმების, ისე პარკირების საფასურის გადახდას და სხვა მათთვის საჭირო ინფორმაციას მიიღებენ.

კახა კალაძის განცხადებით, ცაბაძის ორ ნომერში პარკინგის ცენტრალური ოფისი ამოქმედდება.

"პარკირების ნებისმიერი გადასახადის გადახდას სწრაფი გადახდის აპარატების ან ბანკების მეშვეობით შეძლებთ. თბილისის პარკინგის თანამშრომლები აღჭურვილები იქნებიან ყველა იმ შესაბამისი ტექნიკით, რაც საქმიანობისთვის სჭირდებათ", - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ჯარიმებით შემოსული თითოეული თეთრი სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერებას მოხმარდება.

Mənbə: On
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, რეგიონის ქვეყნებს შორის
საქართველოში ეკონომიკური ზრდა ყველაზე მაღალი იქნება.
15:25 / 19.04.2018
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოში ეკონომიკური ზრდა ყველაზე მაღალი იქნება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა ქალაქ თბილისში, კახეთის,
14:33 / 17.04.2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ თბილისში, კახეთის,
ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი
უქმდება
16:09 / 16.04.2018
ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი უქმდება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2018 წლის
იანვარ-მარტში საქართველოში
15:55 / 13.04.2018
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოში
მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებს სავალდებულო დაზღვევის
გარეშე საქმიანობის გამო ადმინისტრაციული ჯარიმები დაეკისრება.
19:49 / 02.04.2018
მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებს სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობის გამო ადმინისტრაციული ჯარიმები დაეკისრება.
კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს.
16:37 / 29.03.2018
კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს.
პოპულარული სიახლეები
ჩვენ ფეისბუქზე :)
ვიდეო სიახლეები