10 აპრილიდან C.T.Park თბილისის სატრასპორტო კომპანიამ შეცვალა
10 აპრილიდან, დედაქალაქის პარკირების სისტემის მენეჯმენტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, შეიქმნა თბილისის პარკირების სისტემის ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეები შეძლებენ როგორც ჯარიმების, ისე პარკირების საფასურის გადახდას და სხვა მათთვის საჭირო ინფორმაციას მიიღებენ.

კახა კალაძის განცხადებით, ცაბაძის ორ ნომერში პარკინგის ცენტრალური ოფისი ამოქმედდება.

"პარკირების ნებისმიერი გადასახადის გადახდას სწრაფი გადახდის აპარატების ან ბანკების მეშვეობით შეძლებთ. თბილისის პარკინგის თანამშრომლები აღჭურვილები იქნებიან ყველა იმ შესაბამისი ტექნიკით, რაც საქმიანობისთვის სჭირდებათ", - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ჯარიმებით შემოსული თითოეული თეთრი სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერებას მოხმარდება.

Mənbə: On
Print