ეკონომიკა
საგამოძიებო სამსახურმა ხუთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ თბილისში, კახეთის, მცხეთისა და აჭარის რეგიონებში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინეს და ხუთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირები, უკანონო სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო დოკუმენტაციის გაყალბებას და რეალიზაციას ახდენდნენ. კერძოდ, მათ დაამზადეს და გაასაღეს ყალბი ანგარიშ - ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომლის თანახმად, თითქოსდა რეალიზებულ იქნა სხვადასხვა დასახელების საქონელი - სამშენებლო და ხის მასალები, ასევე, სამეურნეო დანიშნულების პროდუქცია.

საქონლის რეალური მიწოდების გარეშე ფიქტიურად გამოწერილი, გაყალბებული საგადასახადო დოკუმენტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 300 000 ლარს შეადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ვადით.

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, რეგიონის ქვეყნებს შორის
საქართველოში ეკონომიკური ზრდა ყველაზე მაღალი იქნება.
15:25 / 19.04.2018
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოში ეკონომიკური ზრდა ყველაზე მაღალი იქნება.
ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი
უქმდება
16:09 / 16.04.2018
ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი უქმდება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2018 წლის
იანვარ-მარტში საქართველოში
15:55 / 13.04.2018
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოში
10 აპრილიდან, დედაქალაქის პარკირების სისტემის მენეჯმენტს თბილისის
სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.
12:43 / 10.04.2018
10 აპრილიდან, დედაქალაქის პარკირების სისტემის მენეჯმენტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.
მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებს სავალდებულო დაზღვევის
გარეშე საქმიანობის გამო ადმინისტრაციული ჯარიმები დაეკისრება.
19:49 / 02.04.2018
მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებს სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობის გამო ადმინისტრაციული ჯარიმები დაეკისრება.
კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს.
16:37 / 29.03.2018
კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს.
პოპულარული სიახლეები
ჩვენ ფეისბუქზე :)
ვიდეო სიახლეები