მარნეული
საკრებულომ არასასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთის ფასები დაამტკიცა
27 აპრილს მარნეულის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა., სადაც სულ 3 საკითხი განხილეს. ერთ-ერთი საკითხი შეეხო მარნეულის მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო გეგმას , რომელის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა დავით ხარშილაძემ დამსწრეებს წარუდგინა პრეზენტაციის სახით აუდიტის მიერ შეფასებული მუნიციპალური ნაკვეთები , გასაყიდი ქონების საბალანსო ღიებულება რა თანხით უნდა გაიყიდოს და რამდენი იქნება გადასახდელი ბიჯი.

„გოგებაშვილის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთი, რომლის ფართიც არის 2248 კვმ საწყისი საპრივატიზაციო ფასია, ბიჯის დამატებით 82 614 ლარს. მეორეც გოგოებაშვილის ქუჩაზეა მომიჯნავე მიწის ნაკვეთია 2000 კვმ მისი მთლიანი ღირებულება ბიჯის გათვალისწინებით 73 500 ლარი, მესამე მიწის ნაკვეთი მდებარეობს ნარიმანოვის ქუჩაზე 120 კვმ, მისი საპრივატიზაციო ღირებულება 5 796 ლარია ბიჯის გათვალისწინებით, მეოთხე მიწის ნაკვეთი აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარეობს მიზის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 700 კვმ 33 810 ლარია ღირებულება. მეხუთე მიწის ნაკვეთი მდებარეობს ფიროსმანის ქუჩაზე 2 728 კვმ ბიღის გათვალისწინებით შეადგენს 49 104 ლარი. ამასთანავე წითელი ხიდის გადასახვევთან გვაქვს მიწის ფართობი 450 კვმ, მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენს 16 537 ლარს. კაპანახჩის ადმინისტრაციულ ერთეულში არის ყოფილი პოლიციის შენობა, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. მისი ღირებულება შეადგენს 49 732 ლარს. აზიზქენდში არის ასევე ყოფილი ამბულატორიის შენობა, მიწის ფართია 8 050 კვმ ქონების ღირებულებაა 197 347 ლარს. ქეშალოში არის ყოფილი კულტურის სახლის შნობა, რომლის ფასი მიწაც და შენობაც ერთად არის 76 121 ლარი. - თქვა ხარშილაძემ

საკრებულოს სხდომაზე ასევე საუბარი იყო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე. როგორც საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა აღნიშნა, მარნეულში, საც სასწრაფოს ახალი შენობა შენდება ეზოს კეთილმოწყობისთვის გამოიყოფა ბიუჯეტიდან თანხები, სოფელ აზიზქენდში 40 400 ლარამდე თანხა სარწავი სისტემის რეაბილიტაციისთვის დაემატება, ალგეთის საბავშვო ბაღში, რომელიც ჯერ არ ფუნქციოირებს მოეწყობა ჭაბურღილის სისტემა და გამოიყობა 6 000 ლარი . მაწანწალა ძაღლების თავშესაფრისთვის 20 000 ლარი, ასევე  მარნეულის სპორტულ სკოლას ერთი მწრთვნელი ემატება და მისი 8 თვის ხელფასია განსაზღვრული წლევანდელი ბიუჯეტით.


რადიო "მარნეული"
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დღეს, 20 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ
ქუთლიარში 150 წლოვანი ალვის ხე მოჭრეს.
18:02 / 20.01.2019
დღეს, 20 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარში 150 წლოვანი ალვის ხე მოჭრეს.

მარნეულში წითელას ვირუსის შემთხვევა ერთით
გაიზარდა.
14:23 / 18.01.2019
მარნეულში წითელას ვირუსის შემთხვევა ერთით გაიზარდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
საავტომობილო
14:11 / 18.01.2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საავტომობილო
მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში, ე.წ. ღორის გრიპით, 4 პაციენტი გადის
მკურნალობას.
13:50 / 18.01.2019
მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში, ე.წ. ღორის გრიპით, 4 პაციენტი გადის მკურნალობას.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 5 წლის
ბავშვი H1N1 გრიპის ვისრუსით დაინფიციდა, ავერსის კლინიკაში არ
ადასტურებენ და ამბობენ, რომ ინფორმაციის გაშუქება, სავარაუდოდ,
არასწორად მოხდა.
12:57 / 18.01.2019
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 5 წლის ბავშვი H1N1 გრიპის ვისრუსით დაინფიციდა, ავერსის კლინიკაში არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ინფორმაციის გაშუქება, სავარაუდოდ, არასწორად მოხდა.

ავერსის კლინიკაში 5 წლის ბავშვის ე.წ. ღორის გრიპით დაავადების
შემთხვევას არ ადასტურებენ
19:34 / 17.01.2019
ავერსის კლინიკაში 5 წლის ბავშვის ე.წ. ღორის გრიპით დაავადების შემთხვევას არ ადასტურებენ
მარნეულში წითელას ვირუსის 2 შემთხვევა
დაფიქსირდა.
16:39 / 17.01.2019
მარნეულში წითელას ვირუსის 2 შემთხვევა დაფიქსირდა.
მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს
ფუნქციონირებისთვის ბიუჯეტიდან 12 000 ლარი გამოიყო.
16:17 / 17.01.2019
მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფუნქციონირებისთვის ბიუჯეტიდან 12 000 ლარი გამოიყო.