მარნეულისა და წალკის ფერმერთა მომსახურეობის ცენტრებს ლაბორატორიული აღჭურვილობა გადაეცათ
დღეს, 15 ივნისს, მარნეულისა და წალკის ფერმერთა მომსახურეობის ცენტრებს ლაბორატორიული აღჭურვილობა გადაცათ პროექტ „ზრდას“ ფარგლებში, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USIAID) მიერ არის დაფინანსებული.

როგორც პროექტ „ზრდას“ ხელმძღავანელის მოდგილემ ქეთევან ჭუმბურიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნა უახლესი ლაბორატორიული აღჭურვილობის გადაცემა საშუალებას მისცემს დაეხმარონ ფერმერებს პრაქტიკული რჩევებით და უზრუნველყონ პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება.



დღევანდელ შეხვედრაზე ფერმერებს პრაქტიკულად აჩვენეს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ მათ ლაბორატორიული აღჭურვილობა თავიანთ მეურნეობაში.

როგორც წალკის მუნიციპალიტეტის ფერმერი რამაზ შავაძე ამბობს, მისთვის ახალი პრაქტიკაა ლაბორატორიული აღჭურვილობით მუშაობა და ფიქრობს, რომ ნამდვილად ეფექტურად გამოიყენებს და მოსავლიანობასაც გაზრდის.



USIAID- ის მიერ დაფინანსებული პროექტი "ზრდა" არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთ რეგიონის 81 თემში. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებს.

Print