საოჯახო სასტუმროების წარმოების მსურველებს ციფრული მარკეტინგის საფუძვლებში ტრენინგი ჩაუტარდათ
საოჯახო სასტუმროების წარმოების მსურველებს ციფრული მარკეტინგის საფუძვლებში ტრენინგი ჩაუტარდათ.

ტრენინგი დღეს, 15 ივნისს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა ბიზნესოპერატორები დაესწრნენ.

USAID-ის პროგრამა „ზრდის“ წარმომადგენლის თამარ ქირიას თქმით, ტრენინგების თემატიკა საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეების გარდა სარესტორნო და კვებითი ობიექტების მეპატრონეებისათვისაც იქნება საინტერესო.



თამარ ქირიამ ასევე თქვა, რომ აღნიშნული სახის ტრენინგები სხვა მუნიციპალიტეტებშიც ჩაუტარებიათ.

ბიზნესოპერატორებს ციფრული მარკეტინგის ტრენინგს კრეატიული განვითარების ცენტრის წარმომადგენლები უტარებენ.

როგორც კრეატიული განვითარების ცენტრის პროგრამების კოორდინატორი თეონა დალაქიშვილი ამბობს, ციფრული მარკეტინგის ცოდნა დაინტერესებულ პირებს საგრძნობლად გაუმარტივებს საკუთარი ბიზნესის განვითარებას.




თეონა დალაქიშვილი ასევე ამბობს, რომ აღნიშნულ პლატფორმებზე დარეგისტრირება არაა მაღალფასიანი სერვისი და მას არ აქვს ვალდებულებები, რომლიც მეპატრონეს ბიზნესის მართვას გაურთულებს.

პროგრამა, რომლის ფარგლებშიდაც აღნიშნული ტრნინგები ტარდება ხორციელდებ USAID-ის პროგრამა „ზრდის“ მიერ, კრეატიული განვითარების ცენტრის დახმარებით.

რადიო „მარნეული“


Print