მარნეულის მერიამ 2017 წელს 3 241 445 ლარი დახარჯა
მარნეულის მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელმა ორგანომ, მერიამ, 2017 წელს 3 241 445 ლარი გახარჯა,
ამის შესახებ რადიო „მარნეულს“
მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.
2017 წელს მარნეულის მერიაში შრომის ანაზღაურებისათვის 1 934 772 ლარი
დაიხარჯა, საედანაც 1 748 144 ლარი თანამდებობრივი სარგოს გეცემის,
ხოლო 186 627 ლარი პრემიებისთვის გადანაწილდა.
შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებისათვის 2017 წელს აღმასრულებელ
ორგანოში 250 944 ლარი დაიხარჯა. ქვეყნის შიგნით მივლინებებზე – 6 500
ლარი, ხოლო ქვეყნის გარეთ მივლინებებზე – 8 426 ლარი.
მერიის მიერ გახარჯული თანხებიდან ოფისის ხარჯების მუხლით დაიხარჯა
270 935 ლარი, საედანაც საკანცელარიო საქონელზე – 25 913 ლარი,
ნორმატიული აქტების, საცნობარო და სპეციალური ლიტერატურის,
ჟურნალ–გაზეთის შეძენა და ყველა სახის საგამომცემლო–სასტამბო
(არაძირითადი საქმიანობის) ხარჯებზე – 2 018 ლარი, მცირეფასიანი
საოფისე ტექნიკის შეძენა და დამონტაჟების ხარჯებზე – 91 939 ლარი,
კავშირგაბმულობის ხარჯებზე 45 820 ლარი, ხოლო სხვადასხვა საოფისე
ხარჯებზე – 41 382 ლარი გაიხარჯა.
2017 წელს მერიამ წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის 26 451 ლარი
დახარჯა. რბილი ინვენტარის მუხლით დაიხარჯა 5 166 ლარი. ტრანსპორტის,
ტექნიკის ექსპლოატაციისა და მოვლა–შენახვის ხარჯებით გახარჯულ 264 309
ლარში გათვალისწინებულია შემდეგი საქონელი და მომსახურება:
ადმინისტრაციული მანქანების საწვავ/საპოხი მასალების შესყიდვა – 191
650 ლარი, მიმდინარე რემონტზე – 32 049 ლარი, ხოლო მანქანის
დაქირავება – 40 610 ლარი.
სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების მუხლით გახარჯული 258 616
ლარი შემდეგ მომსახურეობებს შეიცავს: მუნიციპალიტეტის შენობის დაცვის
მომსახურება – 66 139 ლარი, მუნიციპალიტეტის დაკვეთით შესრულებული
ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ჩატარებული საექსპერტო მომსახურებაზე –
121 093 ლარი, საარქივო მომსახურებაზე – 6 572 ლარი, ხოლო სხვადასხვა
მომსახურებაზე – 64 812 ლარი.
არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გატარებული 127 108 ლარიდან
შენობა–ნაგებობაზე – 58 079 ლარი დაიხარჯა, 20 809 ლარით შეძენილია
კომპიუტერები, 2 450 ლარით მობილური ტელეფონები, 4 851 ლარით
პრინტერები, 3 400 ლარით ტელევიზორი, 25 122 საოფისე ავეჯი, 12 397
ლარით შეძენილია სხვადასხვა ინვენტარი, ხოლო 13 635 ლარი გახარჯულია
ვალდებულებების კლების მუხლით.
ამას გარდა მერიაში 2017 წელს გრანტის მუხლით – 45 000 ლარი,
სოციალური უზრუნველყოფის მუხლით 8 679 ლარი, ხოლო სხვა ხარჯების
მუხლით 20 903 ლარი გაიხარჯა.
რადიო "მარნეული"