აგროსექტორის წარმომადგენლებს საკუთარი სოციალური ქსელი ექნებათ
ფერმერებისა და ფერმერთა დარგში ჩართული მონაწილე მხარეების გაერთიანების მიზნით, ახალი პორტალი Agroface.ge შეიქმნა.

ახალ პლატფორმაზე ნებისმიერ პირს, იქნება ის ფერმერი, მეწარმე, გადამამუშავებელი, სავაჭრო, კოოპერატივი, სპეციალისტი თუ სხვა, შეეძლება დარეგისტრირება და მისთვის სასურველი ინფორმაციის მიღება. რის შესახებაც Agroface-ის მთავარი კონტენტ მენეჯერი რუსუდან გიგაშვილი გვესაუბრა.



რუსუდან გიგაშვილი ასევე ამბობს, რომ აგროფეისს ბევრი ალტერნეტივა აქვს, რომელიც მასში დარეგისტრირებულ მომხმარებელს საკუთარი თავის განვითარებაში დაეხმარება.



Agroface-ზე დარეგისტრირება და კომუნიკაციების დამყარება 5 ენაზეა შესაძლებელი. ქართული, აზერბაიჯანული, სომხური, ინგლისური და რუსული ენების სისტემაში არსებობა მომხმარებელს საშვალებას მისცემს, რომ გაიგოს თუ რა სიახლეებია სხვადასხვა ქვეყნებში და მოძებნოს პარტნიორები არა მარტო კავკასიის არამედ ევროპის ქვეყნებიდანაც.

რადიო „მარნეული“

Print