სიახლე
მარნეულელმა და ბოლნისელმა ახალგაზრდებმა "გდანსკის ბიზნეს კვირეულზე" ქართული სიმღერა იმღერეს
მარნეულელი ახალგაზრდები „გდანსკის ბიზნეს კვირეულიდან“ დაბრუნდნენ.

ლაიდა ქერიმოვამ და ანი ნოზაძემ პოლონეთის ქალაქ გდანსკის, ბიზნეს კვირეულში მონაწილეობა მარნეულის სახელით მიიღეს. როგორც თავად ამბობენ კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ტრენინგ-სემინარებს ესწრებოდნენ და ხვდებოდნენ ისეთი კომპანიების წარმომადგენლებს, როგორიცაა Boeing, Apple, Microsoft, Invest GDA და ა.შ.

„აღფრთოვანებული ვარ, ახლაც ყველას ვუყვები თუ რა ხდებოდა იქ. ორგანიზატორები და მომუშავე ხალხიც კარგი იყო და რაც მთავარია ის ბავშვებიც რომლებიც ჩვენთან ერთად იყვნენ. ბავშვები იყვნენ უკრაინიდანაც და პოლონეთიდანაც, ყველა ძალიან კეთილი და მეგობრული იყო და საუკეთესო შთაბეჭდილება ჩემზე სწორედ მათ მოახდინეს.“
- გვითხრა ლაიდა ქერიმოვამ

„ესეთი შანსი არ ვიცი კიდევ ბევრს მოგვეცემა თუ არა, მაგრამ ყველაფერი ძალიან კარგი იყო, რადგან დიდ ბიზნესმენებთან გვიწევდა კონტაქტი და ძალიან ბევრი კარგი რამ ვისწავლეთ.“ - ამბობს ანი ნოზაძე

ანი და ლაიდა მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალურ-ინსტრუმენტალური ბენდის „Red Carpet”-ის წევრები არიან. როგორც ანიმ გვითხრა „გდანსკის ბიზნეს კვირეულის“ ყველაზე კარგი მოგონება, ტალანტების შოუზე, მათ მიერ შესრულებულ ქართულ სიმღერას უკავშირდება.

„ქართული სიმღერა შევასრულეთ ჩვენ ქართველებმა, რომლებიც წასულები ვიყავით და ძალიან დიდი ემოციები გამოიწვია ამან მათში, არ ჰქონდა მნიშვნელობა სიტყვები ესმოდათ თუ არა, მაინც დაიწყეს ტირილი.“ - გვითხრა ანი ნოზაძემ




საქართველოს მასშტაბით „გდანსკის ბიზნეს კვრეულში“ მონაწილეობა სულ ექვსმა ახალგაზრდამ მიიღო. ანისა და ლაიდას გარდა პოლონეთში კიდევ 4 ბოლნისელი ახალგაზრდა იყო წასული.

გდანსკის ბიზნეს კვირეული საზაფხულო ბანაკია, ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარ–ჩვევების დასახვეწად, რომელსაც ატარებს ქალაქ გდანსკის მერია და „გდანსკის მეწარმეთა ასოციაცია“, „კერძო მეწარმეობის განათლების“ ამერიკულ ფონდთან ერთად.

რადიო „მარნეული“


| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის
ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული ლ.ფ. დააკავეს.
23:19 / 09.12.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული ლ.ფ. დააკავეს.
გაიგე გახსოვს თუ არა სასკოლო პროგრამა
11:04 / 09.12.2018
გაიგე გახსოვს თუ არა სასკოლო პროგრამა
ვერძი
დააფასეთ საყვარელი ადამიანის ერთგულება, ოჯახური ბედნიერება.
არჩევისას ნუ აჩქარებით, ყველაფერი კარგად შეამოწმეთ
10:21 / 09.12.2018
ვერძი
დააფასეთ საყვარელი ადამიანის ერთგულება, ოჯახური ბედნიერება. არჩევისას ნუ აჩქარებით, ყველაფერი კარგად შეამოწმეთ
გაიგე, როგორი მეხსიერება გაქვს და იპოვე საახალწლო კერძები.
00:00 / 09.12.2018
გაიგე, როგორი მეხსიერება გაქვს და იპოვე საახალწლო კერძები.
ალბათ, უკვე ყველამ მოიმარაგა ხურმის ჩირი
ზამთრისთვის, რომელიც ახალი წლის სუფრას მართლაც
ამშვენებს.
22:34 / 08.12.2018

ალბათ, უკვე ყველამ მოიმარაგა ხურმის ჩირი ზამთრისთვის, რომელიც ახალი წლის სუფრას მართლაც ამშვენებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1975 წელს დაბადებული ბ.ძ.,
ძალადობით და ძალადობის მუქარით ჩადენილი რასობრივი დისკრიმინაციის
ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე
დააკავეს.
12:17 / 08.12.2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1975 წელს დაბადებული ბ.ძ., ძალადობით და ძალადობის მუქარით ჩადენილი რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ტენდერი, რომელიც მერიამ ძაღლების თავშესაფრის
მომსახურეობისთვის გამოაცხადა მეხუთე ცდაზე შედგა. ტენდერში
მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო.
19:03 / 07.12.2018
ტენდერი, რომელიც მერიამ ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისთვის გამოაცხადა მეხუთე ცდაზე შედგა. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქ
გვედზე აზერბაიჯანულად
17:29 / 07.12.2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქ გვედზე აზერბაიჯანულად