ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის სანქციებია განსაზღვრული - ვადა ხვალ იწურება
1 ნოემბერს ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა იწურება. ამ თარიღის შემდეგ წარდგენილი დეკლარაციები ითვლება დაგვიანებულად წარდგენილად. დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულია შესაბამისი პასუხისმგებლობა (სანქცია).

ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა ევალებათ პირებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე დასაბეგრ ქონებას ფლობენ და ამ პირის ოჯახის წინა წლის შემოსავლები 40 000 ლარს აღემატება. ასევე მათ ვისაც შემოსავლების ოდენობის მიუხედავად საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრებაში აქვს სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურმეო დანიშნულების მიწა, რომელიც ქონების გადასახადის გადახდისაგან არ არის გათავისუფლებული.

დასაბეგრ ქონებათა ჩამონათვალშ შედის ყველა უძრავი ქონება, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები და ავტომობილები.

თუ, პირს წინა საანგარიშო წლის მიხედვით წარდგენილი აქვს დეკლარაცია, ან დარიცხული აქვს გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ და არ იცვლება დეკლარირებული მონაცემები, მაშინ უფლება აქვს არ წარადგინოს დეკლარაცია. საგადასახადო ორგანო პროგრამულად დაურიცხავს ქონების გადასახადს წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით.

დეკლარაციის წარდგენა ხდება ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან http://www.rs.ge/

რადიო „მანრუელი“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები