კომერციული ბანკების მოგება 41 მლნ ლარით გაიზარდა
12:32 / 21.12.2018
2018
წლის ნოემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 89,859 მლნ ლარი
შეადგინა, რაც 41,738 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით,
2017 წლის ნოემბერში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 48,121 მლნ ლარი
იყო. ამასთან, მიმდინარე წლის ნოემბერში, ბანკების შემოსავლებმა
357,895 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 255,647 მილიონი ლარი
შეადგინა.
გარდა ამისა, 2018 წლის ნოემბერში კომერციული ბანკების მიერ
ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 7,345 მილიონი ლარი;
საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან
მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 25,243 მილიონი ლარი შეადგინა.
ამასთან, მიმდინარე წლის ნოემბერში ბანკებმა საკომისიოებიდან და
გაწეული მომსახურებებიდან 27,957 მილიონი ლარის შემოსავალი
მიიღეს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნოემბერში ბანკებმა 12,143 მილიონი
ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.
ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 869,798
მილიონი ლარი შეადგინა. წელს კი უკვე 11 თვეში ამ მაჩვენებელმა
795,615 მილიონი ლარი შეადგინა.