2020 წლის 1 იანვრიდან მოვაჭრეები სალარო აპარატების გარეშე საქმიანობას ვეღარ შეძლებენ
საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები, ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირს შეზღუდვებს უწესებს.

კოდექსის 26-ე მუხლის მიხედვით, ისინი 2020 წლის 1 იანვრიდან ვალდებული იქნებიან, საქონლის მიწოდებისას საკონტროლო-სალარო აპარატი გამოიყენონ.

კანონპროექტი, თავდაპირველად, ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირისთვის სალარო აპარატების შეძენის ვალდებულებას ვაჭრობის ორგანიზატორს აკისრებდა, თუმცა ბიზნესთან კონსულტაციების შემდეგ ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაჭრობის ორგანიზატორი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძენს მოვაჭრე ფიზიკურ პირს სალარო აპარატს, თუ მას ამის საშუალება არ ექნება.

ამის შესახებ bm.ge-ის სავაჭრო ცენტრ „ლილო მოლის“ მმართველმა მენეჯერმა ლევან გაგუამ განუცხადა.

მისი თქმით, „ლილო მოლში“ სავაჭრო სივრცის ფიზიკურ პირებზე გაქირავება არც ხდება, თუ მათ სამეწარმეო სტატუსი არ აქვთ, თუმცა იქ, სადაც ადამიანები დახლებზე განლაგებული საქონლით ვაჭრობენ და არ აქვთ სალარო აპარატები, 2020 წლიდან ვაჭრობის განხორციელებას ვეღარ შეძლებენ.

„ეს განსაკუთრებით წინასაახალწლო და სასკოლო პერიოდს შეეხება, როცა ისინი ე.წ დახლებზე ვეღარ ივაჭრებენ“, - აცხადებს გაგუა.

წყარო: bm.ge
Print