„200 კგ-ზე ნაკლები წონის მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი უნდა აიკრძალოს, ზღვარი გასაზრდელია“
ფერმერი ბექა გონაშვილი მიიჩნევს, რომ მსხვილფეხა საქონლის ექსპორტზე დაწესებული წონის ზღვარი 140-დან 200 კილოგრამამდე მაინც უნდა გაიზარდოს, რადგან მოქმედი აკრძალვა უშედეგო იქნება.

,,140-კილოგრამიან ზღვარს ეფექტი არ ექნება. აკრძალვების მომხრე არ ვარ, მაგრამ ქვეყნის ინტერესებს დღეს ასე სჭირდება. მე ხორცის მწარმოებელი ვარ, რაც უფრო ძვირი ეღირება ხორცი, ჩემთვის უკეთესია, მაგრამ მე ვიცი, რომ დარგი მალე ძალიან სავალალო მდგომარეობაში ჩავარდება; ხვალ ეს ქვეყანას პრობლემად იქცევა. ხორცის ფასი აიწევს“, - განაცხადა გონაშვილმა bm.ge-თან აუბრისას.

მისი თქმით, ხორცის ფასი ახლაც მომატებულია, რაც იმან განაპირობა, რომ მოთხოვნა არის, მაგრამ არაა მიწოდება.

,,წელიწადში 100 ათასამდე სული ცოცხალი პირუტყვი გადის, ძირითადად ერაყის მიმართულებით. იქ ჩაჰყავთ პატარა წონის საქონელი, ადგილზე ასუქებენ და კლავენ. მოთხოვნა სწორედ პატარა წონის საქონელზეა, ასე დიდი მოგებას ნახულობენ“, - განაცხადა გონაშვილმა.

მისი თქმით, აკრძალვა წონის მიხედვით, მიღებული პრაქტიკაა და არცერთი ევროპული ქვეყნიდან პატარა წონის საქონლის გატანა არ ხდება.

წყარო: bm.ge
Print