ეკონომიკა
„ბილაინს“ გადაწყვეტილი აქვს ქართული ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს”
“ბილაინმა“ შეძლო 4G-ს განვითარება, მაგრამ მიუხედავად ამისა, გარკვეულად მაინც საექსპერიმენტო ბაზად ჰქონდა ქართული ბაზარი და პრინციპში „ბილაინსაც“ გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს“.

ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა კახა ბექაურმა განაცხადა.

მისივე ცნობით, სწორედ აქედან გამომდინარე "ბილაინის" მხრიდანაც არ ხდება კონკურენციაში შესვლა. როგორც ბექაური აცხადებს, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენცია შესუსტდა, რამაც რისკი გააჩინა, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა თავისი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება სცადონ, რასაც კომუნიკაციების კომისია არ დაუშვებს.

„ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ამ სფეროში დასუსტდა კონკურენცია, იცით რომ “თელია სონერა” გავიდა ბაზრიდან, ამის მერე “სილქნეტმა” შეისყიდა “ჯეოსელი”, მანამდე კი 2 წლის განმავლობაში, როცა “თელია სონერა” გასვლას აპირებდა, არ აკეთებდა ინვესტიციას და არ ზრუნავდა ქსელის გაძლიერებაზე, რამაც თავისი დაღი დაატყო კომპანიას და დასუსტდა “ჯეოსელი”. ასევე დღეს შემიძლია ღიად ვთქვა, რომ “ბილაინს” არ ჰქონდა 4G უზრუნველყოფის შესაძლებლობა და ვერ უწევდა ამ ორ კომპანიას კონკურენციას, მაგრამ კომისიამ მისცა მათ 800-იანი სიხშირე და მათ შეძლეს 4G განვითარება, მიუხედავად ამისა, მათ გარკვეულად მაინც საექსპერიმენტო ბაზად ქონდათ ქართული ბაზარი და პრინციპში „ბილაინსაც“ გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს, შესაბამისად, მისი მხრიდანაც არ ხდება კონკურენციაში შესვლა. ამ ფაქტებმა დაასუსტა ბაზარზე კონკურენცია. ამიტომ ჩნდება რისკები, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა საცალო ბაზარზე მომხმარებლის მიმართ ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება. ამიტომაც აუცილებელია რეგულატორი იდგეს შესაბამის სიმაღლეზე და დაიცვას მომხმარებლის ინტერესები, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“, - აცხადებს ბექაური.

წყარო: BPN
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
„მაგთიკომის“ აბონენტებისთვის დღეიდან ნომრის
მომსახურების საფასური ამოქმედდა.
14:09 / 18.02.2019
„მაგთიკომის“ აბონენტებისთვის დღეიდან ნომრის მომსახურების საფასური ამოქმედდა.
საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში მხოლოდ
ლარში გაცემული სესხები ჩაერთვება, სესხის მაქსიმალური ოდენობა კი 2
მლნ ლარი იქნება,
17:14 / 15.02.2019
საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში მხოლოდ ლარში გაცემული სესხები ჩაერთვება, სესხის მაქსიმალური ოდენობა კი 2 მლნ ლარი იქნება,
ამ
მეანაბრეების დეპოზიტების მთლიანი რაოდენობა თურქული ლირის ბაზაზე 1
ტრილიონ 24 მილიარდ 25 მილიონ ლირას შეადგენს.
13:32 / 14.02.2019
ამ მეანაბრეების დეპოზიტების მთლიანი რაოდენობა თურქული ლირის ბაზაზე 1 ტრილიონ 24 მილიარდ 25 მილიონ ლირას შეადგენს.
საფოსტო გზავნილებზე 2 ლარიანი გადასახადი
დაწესდა. აღნიშნულთან დაკავშირებით,
17:39 / 12.02.2019
საფოსტო გზავნილებზე 2 ლარიანი გადასახადი დაწესდა. აღნიშნულთან დაკავშირებით,
„თამბაქოს ინდუსტრიას ერთი თვის განმავლობაში
გაყიდვები თითქმის 30%-ით შეუმცირდა“ - ამის შესახებ
„ბიზნესპრესნიუსს“ „ბრითიშ ამერიქან თობაქოს“ კორპორატიულმა
დირექტორმა ზვიად სხვიტარიძემ განუცხადა.
14:31 / 12.02.2019
„თამბაქოს ინდუსტრიას ერთი თვის განმავლობაში გაყიდვები თითქმის 30%-ით შეუმცირდა“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბრითიშ ამერიქან თობაქოს“ კორპორატიულმა დირექტორმა ზვიად სხვიტარიძემ განუცხადა.
2019
წლის 1 მარტიდან შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” საცალო კომერციული
მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბურ მეტრზე იქნება 95
თეთრი დღგ-ს ჩათვლით.
17:30 / 30.01.2019
2019 წლის 1 მარტიდან შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბურ მეტრზე იქნება 95 თეთრი დღგ-ს ჩათვლით.
სილქნეტი ჯეოსელის პაკეტების გაძვირების პროცესს
დროებით აჩერებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოქმედი ტარიფების
შენარჩუნება მანამდე მოხდება, სანამ კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ბაზარზე მოკვლევას არ დაასრულებს.
20:07 / 28.01.2019
სილქნეტი ჯეოსელის პაკეტების გაძვირების პროცესს დროებით აჩერებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოქმედი ტარიფების შენარჩუნება მანამდე მოხდება, სანამ კომუნიკაციების ეროვნული კომისია ბაზარზე მოკვლევას არ დაასრულებს.
კორპუსებში გაზის დეტექტორების დამონტაჟება
სავალდებულო გახდება.
19:41 / 28.01.2019
კორპუსებში გაზის დეტექტორების დამონტაჟება სავალდებულო გახდება.
ვიდეო სიახლეები