ეკონომიკა
სილქნეტი ჯეოსელის პაკეტების გაძვირების პროცესს დროებით აჩერებს
სილქნეტი ჯეოსელის პაკეტების გაძვირების პროცესს დროებით აჩერებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოქმედი ტარიფების შენარჩუნება მანამდე მოხდება, სანამ კომუნიკაციების ეროვნული კომისია ბაზარზე მოკვლევას არ დაასრულებს. გავრცელებულ განცხადებაში სილქნეტი იმედოვნებს, რომ მარეგულირებელი მიერ ბაზრის მოკვლევა გონივრულ ვადაში მოხდება.

“ორი კომპანიის შერწყმის შემდეგ, გაჩნდა კონვერგენტული (გაერთიანებული) პროდუქტების შეთავაზების აუცილებლობა. სილქნეტის თანამშრომლების მრავალთვიანი დაძაბული შრომის შედეგად, გამოვიტანეთ ახალი გაერთიანებული პაკეტები, რაც საზოგადოებას 2019 წლის 16 იანვარს შევატყობინეთ. ამის შემდეგ, მოხდა მარეგულირებელი კომისიის თავჯდომარის მიერ განცხადების გაკეთება, სადაც დაფიქსირდა ჩვენ ახალ პროდუქტებზე განსხვავებული მოსაზრება და მისი მხრიდან ეს ფასების გაძვირებად იქნა შეფასებული, ასევე მან დააფიქსირა კვლევის ჩატარების აუცილებლობა.
მარეგულირებელ კომისიასთან და პირადად მის თავჯდომარესთან სილქნეტის მენეჯმენტის ყოველდღიური კომუნიკაციის შედეგად, კომპანია მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ 1) დაველდოთ მათ მიერ დაანონსებულ კვლევის შედეგებს 2) კომპანიამ დამოუკიდებლად ჩაატაროს კვლევა უცხოელი ექსპერტების საშუალებით,”
-ნათქვამია განცხადებაში.

ნეტგაზეთს კომუნიკაციების ეროვნულ კომისაში უთხრეს, რომ კვლევა უკვე დაწებულია და ის 2-3 თვეში დასრულდება.

21 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მაგთი და ჯეოსელი პაკეტების საფასურს აძვირებენ. ახალი ტარიფი ჯეოსელის აბონენტების შემთხვევაში პირველი მარტიდან უნდა მომხდარიყო.

იმავე დღეს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ მაგთისა და ჯეოსელის მიერ პაკეტების საფასურის ზრდის არანაირი საფუძველი არ არსეობს. კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა თქვა, რომ კომისია შეისწავლის, რამდენად ადეკვატურად ხდება ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ერთდროულად ფასების ცვლილება.

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
„მაგთიკომის“ აბონენტებისთვის დღეიდან ნომრის
მომსახურების საფასური ამოქმედდა.
14:09 / 18.02.2019
„მაგთიკომის“ აბონენტებისთვის დღეიდან ნომრის მომსახურების საფასური ამოქმედდა.
საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში მხოლოდ
ლარში გაცემული სესხები ჩაერთვება, სესხის მაქსიმალური ოდენობა კი 2
მლნ ლარი იქნება,
17:14 / 15.02.2019
საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში მხოლოდ ლარში გაცემული სესხები ჩაერთვება, სესხის მაქსიმალური ოდენობა კი 2 მლნ ლარი იქნება,
ამ
მეანაბრეების დეპოზიტების მთლიანი რაოდენობა თურქული ლირის ბაზაზე 1
ტრილიონ 24 მილიარდ 25 მილიონ ლირას შეადგენს.
13:32 / 14.02.2019
ამ მეანაბრეების დეპოზიტების მთლიანი რაოდენობა თურქული ლირის ბაზაზე 1 ტრილიონ 24 მილიარდ 25 მილიონ ლირას შეადგენს.
საფოსტო გზავნილებზე 2 ლარიანი გადასახადი
დაწესდა. აღნიშნულთან დაკავშირებით,
17:39 / 12.02.2019
საფოსტო გზავნილებზე 2 ლარიანი გადასახადი დაწესდა. აღნიშნულთან დაკავშირებით,
„თამბაქოს ინდუსტრიას ერთი თვის განმავლობაში
გაყიდვები თითქმის 30%-ით შეუმცირდა“ - ამის შესახებ
„ბიზნესპრესნიუსს“ „ბრითიშ ამერიქან თობაქოს“ კორპორატიულმა
დირექტორმა ზვიად სხვიტარიძემ განუცხადა.
14:31 / 12.02.2019
„თამბაქოს ინდუსტრიას ერთი თვის განმავლობაში გაყიდვები თითქმის 30%-ით შეუმცირდა“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბრითიშ ამერიქან თობაქოს“ კორპორატიულმა დირექტორმა ზვიად სხვიტარიძემ განუცხადა.
2019
წლის 1 მარტიდან შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” საცალო კომერციული
მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბურ მეტრზე იქნება 95
თეთრი დღგ-ს ჩათვლით.
17:30 / 30.01.2019
2019 წლის 1 მარტიდან შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბურ მეტრზე იქნება 95 თეთრი დღგ-ს ჩათვლით.
კორპუსებში გაზის დეტექტორების დამონტაჟება
სავალდებულო გახდება.
19:41 / 28.01.2019
კორპუსებში გაზის დეტექტორების დამონტაჟება სავალდებულო გახდება.
“ბილაინმა“ შეძლო 4G-ს განვითარება, მაგრამ
მიუხედავად ამისა, გარკვეულად მაინც საექსპერიმენტო ბაზად ჰქონდა
ქართული ბაზარი და პრინციპში „ბილაინსაც“ გადაწყვეტილი აქვს ამ
ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს“.
16:12 / 24.01.2019
“ბილაინმა“ შეძლო 4G-ს განვითარება, მაგრამ მიუხედავად ამისა, გარკვეულად მაინც საექსპერიმენტო ბაზად ჰქონდა ქართული ბაზარი და პრინციპში „ბილაინსაც“ გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს“.
ვიდეო სიახლეები