სოფელ ყარაჯალაში 19 წლის ბიჭი მოკლეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 19 წლის ბიჭი თანასოფლელმა მოკლა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ სოფლის მეჩეთის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობდა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და ადგილობრივები. ყარაჯალელების ინფორმაციით, შემთხვევა შურისძიებას უკავშირდება. მათივე თქმით, მკვლელობის შემდეგ სავარაუდო ბრალდებული პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო,რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Print