2023 წელს საქართველოში პალმის ზეთის იმპორტი შემცირდა.
კერძოდ, გასულ წელს ქვეყანაში 3.6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების
პალმის ზეთი შემოვიდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს
ქვეყანაში იმპორტირებული იყო 3.8 მილიონის ღირებულების პალმის
ზეთი.
2023 წელს ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები ინდონეზია, მალაიზია, არაბთა
გაერთიანებული საემირო და შვედეთი იყო.
რაც შეეხება ექსპორტს, გასულ წელს ექსპორტი გაიზარდა. კერძოდ,
საქართველოდან
გაიტანეს 135 ათასი დოლარის ღირებულების პალმის ზეთი,
რაც მთლიანად სომხეთში გავიდა.
ამასთანავე, 2023 წელს ადგილობრივმა ექსპორტმა 73 ათასი აშშ დოლარი
შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტიც მთლიანად სომხეთში განხორციელდა.
ხოლო 2022 წელს საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი არ
განხორციელებულა.