2023 წელს რუსეთიდან შემოსული მიგრანტების 17%-მა დატოვა საქართველო.
ამის შესახებ ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშში - "2024 წლის
მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა".
კვლევის ავტორთა შეფასებით, 2024 წელს მიგრანტების ნაწილობრივი
გადინების მიუხედავად ეკონომიკა
5.6%-ით და გაცვლითი კურსიც სტაბილური
იქნება.
„2024 წელს მიგრანტების გადინება ტურიზმის გაძლიერებით და ადგილობრივი
მოხმარების ზრდით დაბალანსდება. 2024 წელს მიგრაცია არ იქნება
საცხოვრებელი უძრავი ქონების დინამიკის
განმსაზღვრელი,“- ნათქვამია კვლევაში.