წელს, 2 თვეში საქართველოში 19 493 ტონა, 1,625 მლნ აშშ დოლარის
მარილი შემოვიდა, რაც გასული წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით,
ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
შედარებისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში
19 319 ტონა (1,732 მლნ აშშ დოლარის) პროდუქტი შემოვიდა, 2022 წლის 2
თვეში 18 720 ტონა (1,299 მლნ აშშ დოლარი), 2021 წელს 9 330 ტონა
(763.8 ათასი
აშშ დოლარი), 2020 წელს - 13 052 ტონა (1,148 მლნ აშშ
დოლარი) და ა.შ.
ამავე მონაცემების მიხედვით, წელს საქართველოს 1 კგ მარილი საშუალოდ,
დაახლოებით, 8 ცენტი დაუჯდა. მთავარი იმპორტიორი კი თურქეთი იყო,
საიდანაც 1 კგ მარილის შესასყიდი ფასი 7 ცენტი იყო.
უფრო დეტალურად, გთავაზობთ მარილის წლევანდელ ფასებს, მთავარი 5
იმპორტიორი ქვეყნის მიხედვით:
- თურქეთი - 13 892 ტონა (1,026 მლნ აშშ დოლარი) , 1 კგ - საშუალოდ,
7 ცენტი
- ირანი - 4 242 ტონა (293.8 ათასი აშშ დოლარი), 1 კგ - დაახლოებით,
7 ცენტი
- აზერბაიჯანი - 1 077 ტონა (172.8 ათასი აშშ დოლარი), 1 კგ - 16
ცენტი
- ყაზახეთი - 132 ტონა (34 ათასი აშშ დოლარი) – 25 ცენტი
- რუსეთი - 70.8 ტონა (18.9 ათასი აშშ დოლარი) – 26 ცენტი