მარნეულის N2 საჯარო სკოლას 200-მდე პირველკლასელის მიღება შეუძლია

სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს, 10 აპრილს დაიწყო. როგორც მარნულის რაიონის სოფელ წერეთლის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა მაჭარაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, 2018-2019 სასწავლო წელს ისინი განსაკუთრებულად ელიან, გამომდინარე იქედან, რომ  სასწავლო წელს  ახალ გარემოში დაიწყებენ.  მაჭარაშვილი ამბობს, რომ პირველკლასელთა მისაღები რაოდენობა წელს 100-მდე გაზარდეს.

„ჩვენი სკოლა განსაკუთებულად ემზადება ახალი სასწავლო წლისთვის. სკოლა ჩართული იყო "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" ფარგლებში მილენიუმის პროექტში. ახალ სასწავლო წელლიდან სრულიად ახალგარემონტებულ შენობაში შევალთ , რომელიც აღჭურვლი იქნება ლაბორატორიით, სხვადასხვა დამხმარე ოთახებით. მოსწავლეებს ახალი შემართებით და იმედით ველით“-ამბობს მარინა მაჭარაშვლი

ჩვენ მარნეულის რამდენიმე სკოლასაც დავუკავშირდით, მაგალითად N2 საკარო სკოლის დირექტორი შორენა ხუხუა ამბობს, რომ 200 ბავშვის მიღება შეუძლიათ აქედან 100 ქართულ სექტორზე , 100კი  არაქართულ  სექტორზე, ამდროისთვის კი პირველ ეტაპზე 48 განაცხადი მიიღეს. სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მთვარელიძე ამბობს, რომ წელს 50 ბავშვის მიღება შეუძლიათ.

პირველკლასელთა რეგისტრაცია 3 ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში. სკოლაში რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში ან მშობელი სკოლის თანამშრომელია. ასევე, ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

მეორე ეტაპი საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაციას გულისხმობს და შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, რომლებიც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე 
მესამე ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გათავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
როგორც edu.aris.ge-ის ოფიციალურ ვებგვედზე ვკითხულობთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტებიის ნუსხა მოიცავს:

• მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას
• დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.
• საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება.
• სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.
2018-2019 სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება.
რადიო „მარნეული“

Print