ადგილობრივების განვითარებისთვის შექმნილი ლიტერატურული კლუბების პრეზენტაცია შედგა
"ქიმერიონი" და "იასამანი" ეს იმ ლიტერატურული კლუბის სახელწოდებებია, რომელიც მარნეულსა და წერაქვში იფუნქიონირებს. დღეს ამავე კლუბის პრეზენტაცია მარნრულის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა. ლიტერატურული კლუბის წამყვანი თამარ შენგელაია ამბობს, რომ მსგავსი დაწესებულება ადგილობრივების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. წევრები იმსჯელებენ მსოფლიო ლიტერატურაზე და სხვადასხვა აქტივბებში ჩაერთვებიან. 

პროექტის იდეა ასევე მარნეულის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა ლიტერატურული კლუბის წევრი გახდეს.  „ქიმერიონი“ მარნელში იფუნქციონირებს, ხოლო „იასამანი“ სოფელ წერაქვში. შენგელაია მიიჩნევს, რომ ორი კლუბის არსებობა საინტერესო იქნება და ამავდროულად ხელს შეუწყობს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაგეგმვას და შეჯიბრებების მოწყობას

რადიო "მარნეული"

Print