მარნეულის N1 საჯარო სკოლის მშენებლობისათვის ტენდერებს უკვე მესამე წელია აცხადებენ
მარნეულის N1 საჯარო სკოლის მშენებლობისათვის ტენდერი მეოთხედ გამოცხადდა. სკოლის დირექტორი ქეთევან მერაბიშვილი ამბობს, რომ უკვე მესამე წელია, რაც სასწავლო დაწესებულებას მარნეულის N8 საჯარო სკოლა იფარებს.

ამ ხნის განმავლობაში კი ყოველი ახალი ტენდერის გამოცხადების იმედად არიან.მისვე თქმით, ტენდერის ჩაშლის მიზეზები დაკავშირებული იყო იმასთან, რომ მათი სატენდერო მოთხოვნები პრეტენდენტების წარდგენილ დოკუმენტაციას არ აკმაყოფილებდა. მიმდინარე ტენდერზეც უკვე ერთ ორანიზაციას დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

„2016 წლის აპრილის თვეში განხორციელდა სკოლის დემონტაჟი, 2015-2016 სასწავლო წლიდან ვართ მარნეულის N8 საჯარო სკოლაში მეორე ცვლით. სასწავლო პროცესი 3 საათზე იწყება. ტენდერი უკვე მეოთხედ გამოვაცხადეთ ახლა 25 აპრილს დამთავრდა დოკუმენტების მიღება და და წარდგენა. ერთი ორგანიზაცია უკვე დაიბლოკა, შესაბამისად მეორე ორგანიზაციაა ახლა წარმოდგენილი და განხილვის პროცესშია. ახლა ხარჯთაღრიცხვა შედარებით გავამარტივეთ და იმედი მაქვს, რომ ტენდერის გამოცხადება მეტად საჭირო აღარ გახდება.“- აბობს მერაბიშვილი

ტენდერში მონაწილეობა ორმა პრეტენდენტმა მიიღო შპს „BUILD TERRITORY“ -ის დისკვალიფიკაცია მიენიჭა. შპს „დამბა“-ს დოკუმენტაციის განხილვა კი 5 სამუშაო დღეში დასრულდება. ტენდერის ღირებულება 1`514`760.00 ლარია შპს „დამბა“ 1`350`000.00 ლარს სთავაზობს.

რადიო  "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები