სახალხო დამცველის წარმომადგენლები ტრეფიკინგის შესახებ მარნეულელ და ბოლნისელ მოსწავლეებს ესაუბრნენ
დღეს, 22 მაისს მარნეულის დემოკრატიული ჩარტულობის ცენტრში მარნეულის და ბოლნისის საჯარო სკოლების მოსწავლეები სახალხო დამცველის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ . შეხვედრის ორგანიზატორი საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციაა, რომლის აღმასრულებელი დირექტორი ინგა პაიჭაძე შეხვედრის თემასთან დაკავშირებით გვესაუბრა.
„დღეს სკოლების აქტიური მოსწავლეები ხვდებიან სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებს და შეხვედრის თემა იქნება ადამიანის უფლებები და ტრეფიკინგი. სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები ესაუბრებიან ბავშვებს ადამიანის უფლებეზე, თუ რა არის ტრეფიკინგი და რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში ამ მიმართულებთ.“ - ინგა პაიჭაძე
ქვემო-ქართლში სახალხო დამცველის რეგიონული წარმომადგენელის მარიამ გვიდიანის თქმით, დღევანდელ საინფორმაციო შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეებთან ერთად განიხილავენ ტრეფიკინგის ფორმებს და სახალხო დამცველის ხედვასა და პოზიციას ამ თეასთან დაკავშირებით.
„რამოდენიმე მაგალითსაც განვიხილავთ, რაზეც სახალხო დამცველმა მოამზადა რეკომენდაცია ან წინადადება, რაც ბავშვებისთვის თვალსაჩინოს გახდის სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ რეაგირების მნიშვნელობას და უფრო მეტად მიხვდებიან თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ.“ - მარიამ გვიდიანი
მარიამ გვიდიანმა ასევე თქვა, რომ შეხვედრაზე ისაუბრებენ იმ სერვისების შესახებ რასაც სახელმწიფო ტრეფიკინგის მსხვერპლებს სთავაზობს და განიხილავენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის შედეგებს, სადაც ტრეფიკინგის კუთხით საქართველოს არსებული სიტვაციაა მიმოხილული.
ქვემო-ქართლში სახალხო დამცველის რეგიონულმა წარმომადგენელმა ჩვენთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ქვემო-ქართლის მასშტაბით სახალხო დამცველი ამ ეტაპზე ტრეფიკინგის ერთ სავარაუდო შემთხვევას სწავლობს.
მარიამ გვიდიანმა ასევე თქვა, რომ საქართველოს მასშტაბით სიმწვავის მიხედვით ტრეფიკინგის ორ, სექსუალურ და შრომით ფორმას გამოარჩევენ, რა მიმართულებითაც ემიგრაციის შემთხვევები იმიგრაციის შემთხვევებს საგრძნობლად აღემატება.
„21 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება 2017 წელს ტრეფიკინგის შემთხვევებთან დაკავშირებით, საეანაც ადამიანებს 8 შემთხვევაში ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი, ხოლო 4 შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის სტატუსი მიენიჭათ.“ - მარი გვიდიანი
საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია (სიქა) პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში, ქვემო-ქართლის 33 საჯარო სკოლასთან მუშაობს. პროგრამა სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეები აქტუალურ თემებთან დაკავშირებით სხვადასხვა რესპოდენტებს შეხვდებიან.
რადიო „მარნეული“

Print