რა ფუნქცია შეიძლება მიენიჭოს 33 350 ლარიან შენობას, რომელიც მესამე წელია უფუნქციოდ დგას - ხალხის აზრი
33 350 ლარიანი შენობა, უკვე მესამე წელია მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში უფუნქცოდ დგას და დღესაც ცარიელი და დაკეტილია. შეიძლება ითქვას, რომ თვალსაჩინოებისთვისაა.
პროექტის მიხედვით ის წესით ახალგაზრდული კაფე უნდა ყოფილიყო, თუმცა აშენებიდან ერთი წლის შემდეგაც ახალგაზრდული კაფეს ექსპლუატაციის კანონიერი ჩარჩო განსაზღვრული არ იყო. ზეპირსიტყვიერად კი ამაზე საუბარი დღეს მერიაში უჭირთ.

რადიო „მარნეული“ დაინტერესდა თუ რას ფიქრობს ადგილობრივი მოსახლეობა და რით შეიძლება დავტვირთოთ ცარიელი შენობა. აზრთა სხვადასხვაობაა მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ კარგი იქნება სხვადასხვა აქტივობების განსახორციელებლად, ზოგმა კი ფართის სიმცირის გამო უსარგებლოდ მიიჩნია.




ნაგებობა მართლაც პატარაა, ირგვლივ მინები აქვს და გამჭვირვალეა. მისი მშენებლობა 2016 წლის 31 ოქტომბერს დასრულდა, სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 33 350 ლარი დაიხარჯა.

აპირებს თუ არა მარნეულის მერია შენობისთვის ფუნქციის მინიჭებას და როდის ამას მერიაში ზეპირსიტყვიერად ვერ გვეუბნებიან, ოფიციალური წერილის მიწერას გვთხოვენ, რომელზეც ლოდინი ყველას ერთად 10 დღის განმავლობაში მოგვიწევს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები