მარნეულის საბავშვო ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია 30 ივნსამდე გაგრძელდება
უკვე 20 დღეა, რაც მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ბავშვთა რეგისტრაცია დაიწყო.

რეგისტრაცია 30 ივნისამდე გაგრძელდება. როგორც მარნეულის აიპ (მარნეულის ბაღა-ბაღების გაერთიენების უფროსმა ზაურ ქარამოვმა გვითხრა ამ დროისთვის არ აქვთ დათვლილი თუ რამდენმა მშობელმა დაარეგისტრირა ბავშვი.

როგორც ქარამოვი ამბობს, კონკრეტულად კრტიტერიუმები დადგენილების სახით გაწერილი არ აქვთ, თუმცა თბილისის მსგავსად, სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშების რეგისტრაცია რიგგარეშე ხდება.

მისი თქმით, აგვისტოში განმეორებითი რეგისტრაცია ჩატარდება . თავადვე ამბობს, რომ ალგეთის და სადახლოს ახლად აშენებული საბავშვო ბაღები ჯერ ექსპლუატაციაში ჩაბარებული არ აქვთ. რადგან იქ სხვადასხვა სახის პრობლემებია ჯერ კიდე მოსაგვარებელი და არ იციან მოესწრება თუ არა მათი აღმოფხვრა ახლა სასწავლო წლისთვის.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები